აჭარა. ერთი დღე ეტლში და საკუთარი თვალით დანახული ის სირთულეები, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველდღიურად აწყდებიან. „ბათუმის ადაპტირება'', ასე ერქვა აქციას, რომელიც სწორედ ამ პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი მოგვარების გზების ძიებას მიეძღვნა. აქციაში მონაწილეებმა მთავრი აქცენტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე კეთდებოდა. მათ ის ადგილები მოიარეს, რომელსაც ადაპტირება, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ესაჭიროება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და მოქალაქე ალექსანდრე თევზაძის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობას, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებიც ღებულობდნენ. აქციის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, შშმ პირთა პრობლემების უკეთ შეცნობა, გათავისება და მათი მოგვარების დაჩქარების მოწოდება იყო.