en
ge

„ტფილისის ჰამქარის“ ღია წერილი

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი" ღია წერილით მიმართავს  პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, გურამ ოდიშარიას და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს. წერილში ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაჩენილი პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია თბილისის ისტორიულ ნაწილში გამოცხადდეს მორატორიუმი მსხვილმასშტაბიან ახალ მშენებლობებზე, ასევე საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროსთან შეიქმნას კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეაფასებს იმ ობიექტების თუ პროექტების მიზანშეწონილობას, რომელთა მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი.
ორგანიზაცია სთავაზობს კულტურის სამინისტროს დარგის პროფესიონალებთან კონსულტაციების საფუძველზე, დაიწყოს მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მასშტაბური პროექტების დამტკიცების წინა ეტაპზე საჯარო განხილვების ორგანიზება. ორგანიზაციას ასევე მნიშნველოვნად მიაჩნია, მოხდეს თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი  გეგმის კორექტირება შემდგომი დამტკიცების მიზნით.
აღნიშნული საკითხებთან დაკავშირებით „ტფილისის ჰამქარი” მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან 
ღია წერილი
წყარო: „ტფილისის ჰამქარის" გვერდი სოციალურ ქსელში 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)