en
ge

„ჩვენი ცხოვრების დღიურები“ – ფილმი ქუჩაში მცხოვრები ოთხი ბავშვის ისტორიის შესახებ

თბილისი. 26 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა გამართა დოკუმენტური ფილმის – „ჩვენი ცხოვრების დღიურების" ჩვენება. ფილმი ეხება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს. ფილმი გადაღებულია პროექტის „უხილავი ბავშვების" – ფარგლებში. პროექტის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობა და რეალობის ჩვენება, თუ როგორია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ცხოვრება, როგორ იბრძვიან გადარჩენისათვის, როგორ ხდებიან ხშირად შრომით ექსპლუატაციაში იძულებით ჩართულნი. პროექტის ფარგლებში, მეექვსე თვეა რადიო „შოკოლადში" გადის გადაცემა „უხილავი ბავშვები" თავად ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობით.
დოკუმენტური ფილმი „ჩემი ცხოვრების დღიურები" გადაღებულია გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციის მუხლის გათვალისწინებით. ასახულია 4 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის ისტორია.
ფილმის შემდეგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საზოგადობის, სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)