en
ge

„ადამიანი კანონი თავისუფლება” რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი თავისუფლება" წევრები, პროექტის ,,ახალგაზრდული თვითმმართველობა" ფარგლებში, თელავში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
პროექტი ახალგაზრდული საკრებულოების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის კოორდინატორის, გიორგი ჭულუხაძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში შეირჩევიან იმავე რაოდენობის ახალგაზრდები, რამდენი საკრებულოს წევრიც ჰყავს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებს:
„საქართველოს მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგად 2105 დეპუტატია არჩეული. ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და ჩატარებული ტესტირების შედეგად შეირჩევა ამავე რაოდენობის ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა. საუკეთესო ქულების მქონე ახალგაზრდები გახდებიან თავიანთი ქალაქის „ახალგაზრდული საკრებულოს" წევრები. „ახალგაზრდული საკრებულოს" წევრები შემდეგ შეკრებაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და შეიქმნება თემატური ჯგუფები, რომლებიც საკუთარ ქალაქსა და სოფელში პრობლემატურ საკითხებზე იმუშავებენ. დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, შესთავაზებენ მათ შემუშავებულ რეკომენდაციებს და გაუწევენ მონიტორინგს თვითმმართველობის საქმიანობას,"- აცხადებს გიორგი ჭულუხაძე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)