კახეთი. ,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ძირითად თემას 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხილვა წარმოადგენდა. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს და უნდა მოხდეს თელავის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სოციალური პროგრამების თაობაზე:
,,თემები, რომელზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, საზოგადოების ინტერესის საგანია. სოციალური პროგრამები მოიცავს ბევრ კატეგორიას, რომელიც ეხება მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს. წელს გვაქვს სიახლეები სოციალურ პროგრამებში, როგორც ქალაქის, ასევე, თემის ბიუჯეტებში და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ამ საკითხებზე სრული ინფორმაცია", განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.
შეხვედრას ქალაქ თელავის მერიისა და თემის წარმომადგენლები, უფლებამდაცველი ორგანიზაციებისა და საინიციტივო ჯგუფების წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.