en
ge

კონკურსში მონაწილეები დააჯილდოვეს

შიდა ქართლი. 3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, გორის მერთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გორის საკრებულოს თავჯდომარესთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სიტყვით მიმართა და დააჯილდოვა კონკურსში მონაწილე საუკეთესო თხზულების ავტორები. კონკურსი პროგრამის „მომავლის თაობაის" ფარგლებში გაიმართა და მისი თემა იყო კონკურსის - „ქალი- აქტიური მოქალაქე". ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატის განვითარებისთვის ქალთა ჩართულობა სამოქალაქო, ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა" ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International - ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი".
წყარო: „ბილიკის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)