en
ge

გამჭირვალობა პალიტრა TV-სა და მაგთიკომის დავაზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ბლოგს „Must Carry-ს მიზნები არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი პალიტრა TV-სა და მაგთიკომის დავაში". ორგანიზაციის ინფორმაციით უკვე წელიწადზე მეტია, რაც „მაგთიკომი" უარს აცხადებს „პალიტრა TV"-ს მაგთისატის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე. მხარეთა შორის მიმდინარე არაერთი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. კომპანიებს შორის დავა განიხილა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლომ.
„სამწუხაროა, რომ „მაგთიკომი" არ ათავსებს „პალიტრა TV"-ს საკუთარ ბადეში მაშინ, როდესაც, „პალიტრა TV"-ს განცხადებით, სხვა მაუწყებლებს, რომლებიც მსგავსი ფორმატით მაუწყებლობენ და სიგნალს გადასცემენ, ოპერატორი მომხმარებელთა პაკეტში დაუბრკოლებლად ათავსებს. მართალია, კანონმდებლობით შეუძლებელია ყველა მდგომარეობის წინასწარ გათვალისწინება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის მიზანი, რისთვისაც თავდაპირველად მიღებულ იქნა Must Carry/Must Offer რეგულაციები, დაცული იყოს. სატელიტურამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს „მაგთიკომს", მაქიმალურად გაითვალისწინოს აუდიტორიის მოთხოვნა და განათავსოს „პალიტრა TV" საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში, რაც მხოლოდ შეუწყობს ხელს ქვეყანაში პლურალისტური აზრის გარემოს გამტკიცებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)