სამცხე-ჯავახეთი. 7 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" – ფარგლებში ორგანიზებული სასკოლო ფოტო კონკურს ,,ფოტოსინთეზის" რეგიონული ტური, კონკურსში სამცხე-ჯავახეთის 21 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
ფოტოკონკურსს ახორციელებდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ფოტოგამოფენის მხარდამჭერები იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები: სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (სია); დემოკრატ მესხთა კავშირი; ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი; რეგიონული გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე"; ბორჯომის ტელევიზია.
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან გამოვლენილი 3 გამარჯვებული ავტორი ავტორი მონაწილეობას მიიღებს 21 მარტს თბილისში გამართულ ეროვნულ კონკურსში, სადაც სხვა რეგიონის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებენ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსზე ასევე გამოვლინდა საუკეთესო სასკოლო სტენდი ნინოწმინდიდან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს „მწვანე სკოლის" დროშის მოსაპოვებლად სტენდების ეროვნულ კონკურსში.