en
ge

სტუდენტური თვითმმართველობის საკითხზე შეხვედრა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ დაასრულა პროექტი „სტუდენტები თავისუფლებისთვის", რომელიც ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი სამ ეტაპად, საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში განხორციელდა, რომლის შემდეგაც დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის პირველ ეტაპზე გამოიცა ბროშურა - „სტუდენტური თვითმმართველობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში". მეორე ეტაპზე ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, მესამე ეტაპზე კი მომზადდა კანონპროექტი და პოლიტიკის დოკუმენტი.
შეხვედრაზე ორგანიზაციამ მომზადებული კანონპროექტი და სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. ასოციაციის მოსაზრებით, სახელმწიფომ სტუდენტური თვითმმართველობისთვის დამოუკიდებელი გარემო უნდა უზრუნველყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნაა.
წყარო : ასოციაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)