en
ge

„სამართლიანი არჩევნების“ შეხვედრა თერჯოლაში

იმერეთი. 5 მარტს, „სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის ოფისში გაიმართა შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებთან. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თერჯოლის საკონკურსო - საატესტაციო კომისიის საქმიანობის შესახებ პრეტენზიები მოისმინეს.
2015 წლის 4 მარტს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსანტთა ნაწილმა არაობიექტურად შეაფასა. გამგეობის წინ გამართულ აქციაზე კი ისინი მოითხოვდნენ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას.
„სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, კონკურსისა და ატესტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ღიად და საჯაროდ წარიმართოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომები, უზრუნველყონ თანასწორობის პრინციპი.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)