en
ge

ახალი საინფორმაციო კამპანია ჟურნალისტთა ქსელისგან

თბილისი. „უთხარი არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას"! - ორგანიზაცია ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ახალ პროექტს იწყებს. იგი მიზნად ისახავს იძულებითი და ნაადრევი ქორწინების სამართლებრივი რეგულაციების შესახებ ინფორმირებით გოგონათა და ვაჟთა უფლებების დაცვას, მოსახლეობის ინფორმირებას ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და მავნე შედეგების შესახებ. პროექტი განხორციელდება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემებში, სადაც იძულებითი და ნაადრევი ქორწინება ტრადიციაა. ეს ტრადიცია კი მნიშვნელოვნად ლახავს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით განსაზღვრულ ფუნდამენტურ უფლებებს. 2015 წლის პირველი აპრილიდან კი ქორწინებაზე იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)