en
ge

„ფერმერ ქალთა ასოციაციის“ ერთწლიანი საქმიანობის შედეგები

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,ფერმერ ქალთა ასოციაციამ’’, თელავში, ფერმერებს, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნო. ღონისძიებას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ფერმერული მეურნეობების, კოოპერატივების, სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ფერმერ ქათა ასოციაციის’’ ხელმძღვანელის, ირინე ფხოველიშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილეს მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომელიც ფერმერის, ფერმერული მეურნეობების და აგროსექტორში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრას ითვალისწინებს:
,,ფერმერებს გავაცანით ასოციაციის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში და წარვადგინეთ საქმიანობის მოკლე პრეზენტაცია. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე, რომელიც მნიშვნელოვანია და ითვალისწინებს, ფერმერის, ფერმერული მეურნეობების და აგროსექტორში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრას. აღნიშნული კონცეფცია უკვე წარდგენილი გვაქვს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში და გვინდა მისი კანონპროექტად გადაქცევა, რადგან ამ სტატუსების არარსებობა იწვევს ფერმერების გაურკვეველ სიტუაცუაში ჩაგდებას’’, აცხადებს ირინე ფხოველიშვილი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)