თბილისი. 13 მარტს 16:00 საათზე განათლების მართვის გუნდის (EMT) ოფისში გაიმართება საერთაშორისო კონკურსის Diamond Challenge-ის ფინალური პრეზენტაცია. პროექტის ორგანიზატორია დელავერის უნივერსიტეტი და მას საქართველოში განათლებისა და მართვის გუნდი ასრულებს. Diamond Challenge-ის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმოო კომპეტენციების განვითარება. მონაწილეებს უნიკალური შანსი ეძლევათ მოიპოვონ სოციალური გავლენის პრიზი, ფულადი ჯილდო $500-ის ოდენობით და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინალურ პროექტში მონაწილეობის უფლება. აშშ-ში კონკურსი გაიმართება 30 აპრილს, დელავერის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვებული გუნდები მოლდავეთიდან, ტუნისიდან, კენიიდან, ამერიკიდან და საქართველოდან. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები თავიანთი იდეის განსახორციელებლად: 1-ელი ადგილის მფლობელი გუნდი მიიღებს $7,500, მათი წარმომადგენელი სკოლა კი - $1,000, რათა დაინერგოს სამეწარმოო განათლების ინიციატივები. მე-2 ადგილზე გასულ ჯგუფს და მის სკოლად გადაეცემათ $5,000 და $750. ხოლო მე-3 ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ $2,500 და $500.
პრეზენტაცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბახტრიონის 7ა. ტელეფონი: 599 44 66 22
წყარო: განათლების მართვის გუნდი