en
ge

დისკუსია მიგრაციის თემაზე

13 მარტს გორში და 14 მარტს მარნეულში, ,,სიდას" ორგანიზებით გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა–დისკუსია მიგრაციის თემაზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საემიგრაციო პოლიტიკა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ როგორც მიგრანტებს ასევე მათი ოჯახის წევრებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის მნიშვნელობას არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პროცესში, რადგან ინფორმირებულობის ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის.
პროექტს „ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველ მიგრანტებს (G-PAM)" სიდა საქართველოს 5 რეგიონში ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
წყარო: „სიდას" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)