en
ge

სემინარები ადამიანის უფლებების შესახებ

თბილისი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის" მონაწილეებისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი - სემინარები ადამიანის უფლებებში. პროექტში მონაწილეობს 25 მოსწავლე. მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ადამიანის უფლებების შესახებ მოისმენენ სემინარებს და შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში. პირველი სემინარი 16 მარტს დანაშაულის პრევენციის ცენტრში ჩატარდა თემაზე: „ადამიანის უფლებების ცნება და ფუნქცია", რომელიც იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ტრენერმა ნინო ბაღაშვილმა ჩაატარა. მონაწილეების შერჩევა მოხდა აპლიკაციის საშუალებით. პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების გზით არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. სემინარები ასევე ჩატარდება ადამიანის უფლებათა კლასიფიკაციისა და მექანიზმების შესახებ. რამდენიმე სემინარის თემატიკას კი თავად მონაწილეები შეარჩევენ.
წყარო: საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)