en
ge

სახალხო დამცველი გმობს არასრულწლოვანთათვის ძალადობის კადრების ჩვენებას

თბილისი. სახალხო დამცველი ეხმაურება 15 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი2"–ის ეთერით გასულ რეპორტაჟს სამეგრელოს რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის ძალადობის კადრების ვიდე–ჩვენებას.
„გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის" ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე ქალაქის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და დირექტორებმა, 12-დან 17 წლამდე მოზარდები ორგანიზებულად წაიყვანეს საქალაქო თეატრებში, სადაც წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობაზე ესაუბრნენ და ციხეში გადაღებული ცნობილი სკანდალური კადრები აჩვენეს.
ბავშვის უფლებათა კონვენცია იცავს ბავშვს ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რათა არასრულწლოვანის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, უპირატესი ყურადღება დაეთმოს მისი ინტერესების უკეთ დაცვას", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023