en
ge

პროექტის შედეგების პრეზენტაცია

გურია. 18 მარტს, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის დახურვის ღონისძიება. სადაც სამწლიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამება მოხდა. პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბევრ რეგიონში ახორციელებს. პროექტის მიზანი იყო ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში და სამოქალაქო აქტივიზმის დანერგვა გაძლიერება ახალგაზრდებში.
შეხვედრა გაიხსნა ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ ოფიციალური შემაჯამებელი პრეზენტაციით. მოზარდებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობის აქტივობისა და წარმატებული ადვოკატირების კამპანიებზე. მოეწყო ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების ამსახველი ფოტოების გამოფენა. სტუმრებმა, ასევე, ნახეს პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმი ,,ორი ცხოვრება" , რომელიც გენდერულ თემაზეა გადაღებული და 2 ქალის ცხოვრებას ასახავს.
წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)