en
ge

„ჩემი თავისუფალი დრო“–ფესტივალი ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთი. 18 მარტს, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი - „ჩემი თავისუფალი დრო" ჩატარდა.
ახალგაზრდული ფესტივალი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" ფარგლებში ჩაატარა. მასში სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით პარტნიორი სამოქალაქო კლუბების წევრები მონაწილეობდნენ.
ერთდღიანი ფესტივალი, სამოქალაქო კლუბის წევრების მონაწილეობით, ცენტრალური პარკიდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლების ჩვენება და საკონკურსო ნახატების პრეზენტაცია გაიმართა. საკონკურსოდ სულ წარმოდგენილი იყო 12 სკოლის 54 ნახატი და 12 ვიდეო–რგოლი.
კონკურსში სამ–სამი გამარჯვებული სპეციალურად მიწვეულმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. სამოქალაქო კლუბის წევრებსა და კონკურსის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალის დასასრულს უნივერსიტეტის ეზოში ფლეშ–მობი მოეწყო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)