en
ge

გამწვანების აქცია

აჭარა. 20 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიის ინსტიტუტმა და ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ერთობლივი გამწვანების აქციას მოაწყო. აქციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა" ბენეფიციარები.
აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი, 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით, ასევე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)