en
ge

არასამთავრობოები 21 მარტის აქციას აკვირდებოდნენ

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", ასევე „სამართლიანი არჩევნები" აკვირდებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ, 21 მარტ, თავისუფლების მოედანზე ორგანიზებულ აქციას. „დემონსტრაციამ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ჩვენი ინფორმაციით, არ ჰქონია ადგილი ხელოვნურ ბარიერებს, რაც ხელს შეუშლიდა პარტიის მიერ რეგიონებიდან მომხრეების ჩამოყვანას. საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად მოახდინა აქცის მსვლელობისას დემონსტრანტების უსაფრთხოების დაცვა.
დადებითად ვაფასებთ ინციდენტების პრევენციის მიზნით პოლიციის მიერ განხორციელებულ ეფექტურ მოქმედებებს, რამაც ხელი შეუწყო აქციის შეუფერხებლად ჩატარებას და დემონსტრანტების გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას. გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს, რომლის განუხრელად დაცვაც სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს", ნათქვამია გამჭვირვალობის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციების ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)