კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალი და ბიზნესი’’, ყოფილი პატიმარი ქალების ბიზნეს იდეების განხორციელებაში ეხმარება. იგი, ქალების ბიზნეს პროექტებს აფინანსებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა თელავში გამართეს, რომლის მიზანს იდეების პროექტად დამუშავება წარმოადგენდა.
,,ქალი და ბიზნესის’’ ექსპერტი, ეკა გეგეშიძე: ,,ყოფილ პატიმარ ქალებს გაეწიათ კონსულტაციები, რომლებსაც გაითვალისწინებენ იდეის გეგმის დამუშავების დროს. გეგმები პროექტებად ჩამოყალიბდება, რომელიც განსახილველად სპეციალურ კომისიას გადაეცემა. პროექტი უკვე 2 წელია ხორციელდება, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ის მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყოფილი პატიმარი ქალების რესოციალიზაციას და ეკონომიკურ გაძლიერებას. რაც შეეხება საგრანტო თანხას, თითო ადამიანზე გამოყოფილია 1000 ევრო, მთლიანობაში კი დაგეგმილია 60 ბიზნეს იდეის დაფინანსება. ამ დროისთვის, 11 ბენეფიციარზე გრანტი უკვე გაცემულია,’’ - აცხადებს ეკა გეგეშიძე.