en
ge

ახალციხეში პროექტი – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ შეაჯამეს

სამცხე-ჯავახეთი. გასული კვირის ბოლოს ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა" პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" შეაჯამა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სამი წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების პრეზენტაცია, ვიდეორგოლები, ფოტოგამოფენა და პროექტის მონაწილე ახალგაზრდების შთაბეჭდილებები.
პროექტს „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი. ქსელი მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის და მოხალისეობის კულტურის დანერგვა ახალგაზრდებში; სამოქალაქო ინტეგრაციის, ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება; ინტეგრაციის გაძლიერება და ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობა.
ახალციხის ახალგაზრდულ ქსელში 366 ახალგაზრდა ჩაერთო, ქსელი 6 მიმართულებით მუშაობდა: განათლება, გარემოს დაცვა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა.
გარდა ახალციხის ახალგაზრდულ ქსელის აქტივობებისა, პროექტის საერთო ღონისძიებები იყო გაცვლითი პროგრამები, გაეროს მოდელირება და საზაფხულო და თემატური სკოლები. ახალციხელი ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამები ბათუმთან, ზუგდიდთან, ქუთაისთან და გორთან შედგა.


 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)