en
ge

გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით ახალი საპილოტე პროექტი იწყება

თბილისი. საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით „რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრმა" პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. საპილოტე პროექტის „გარდავქმნათ უსარგებლო სასარგებლოდ - შეამცირე, გადაამუშავე, გამოიყენე" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ინიციატივები, კანონმდებლობა და გამოწვევები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პროექტის მიზანია განსხვავებული ფერის ურნების მეშვეობით ნარჩენების სეპარაციის მოდელის დანერგვა. ურნებში განთავსდება დახარისხებული საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენები. მოხდება ნარჩენების ტრანსპორტირება და გადამუშავება, ხოლო ორგანული ნარჩენების კომპოსტირების გზით კი შესაძლებელია ორგანული სასუქის წარმოება.
ნარჩენების მართვის ამგვარი მოდელი უკვე მიღებულია და ხორციელდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში. საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველად, „რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრმა" საგურამოს დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში დაამონტაჟა ფერადი ურნები, გადამუშავებული ორგანული ნარჩენების გზით მოპოვებული სასუქი კი ისევ დევნილ მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და საარსებო წყაროს გაზრდას მოხმარდება.
დაგეგმილი შეხვედრა კოორდინაციას გაუწევს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის დიალოგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა საქართველოში წარმატებით დაინერგოს ნარჩენების დახარისხებისა და მართვის ევროპული მოდელი.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრის" მიერ.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კონტრაქტორი ორგანიზაცია Coop Georgia.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)