en
ge

დისკუსია მიგრაციის, მისი პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ

აჭარა. 23 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დემოკრატიის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის გამართა დისკუსია მიგრაციის, მიგრაციის პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მიგრაციის გამომწვევ პრობლემებზე, მათი გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე უკან დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის და რეაბილიტაციის საკითხებზე, მათი პროფესიული გადამზადების თუ დასაქმების შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე.
შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება უფლებამოსილ ორგანოებს.
დისკუსია პროექტის „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" (G-PAM) – ფარგლებში ჩატარდა. პროექტს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა). აჭარაში პროექტის რეგიონული პარტნიორია დემოკრატიის ინსტიტუტი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)