შიდა ქართლი. 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს გორის ახალგაზრდულ ცენტრის წარმომადგენლებმა. მათ ამ დღისადმი მიძღვნილი სამი ღონისძიება გამართეს სხვადასხვა ადგილას. კერძოდ, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ტოლერანტობის თემაზე მათ ჩაატარეს სემინარი და გამართეს ვიდეორგოლების ჩვენება, რასაც აღნიშნული თემატიკის განხილვა და დისკუსია მოჰყვა.
ცენტრის ახალგაზრდებმა და #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის მოაწყვეს შემოქმედებითი საღამო, ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ტოლერანტულობის, თანასწორობის იდეა. მესამე ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გაუკეთეს ცენტრის წარმომადგენლებმა დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ჩვენება იყო. ცენტრში ნაჩვენები იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსი". აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.