en
ge

ახალგაზრდული საკრებულოები 64 მუნიციპალიტეტში

კახეთი. თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება" საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მათ, შეკრებილ საზოგადოებას, პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" შესახებ გააცნეს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ახალგაზრდების მხრიდან დიდი სურვილია, რომ გაეცნონ თვითმმართველობის საქმიანობის სპეციფიკას თუ როგორ იმართება მათი ქალაქი თუ რაიონი; როგორ იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტი; როგორ ტარდება არჩევნები; რა პრინციპით ხდება დეპუტატების შერჩევა და ა.შ.
მუნიციპალიტეტებში შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიწყება „ახალგაზრდული საკრებულოს" დაკომპლექტება 64 მუნიციპალიტეტში და პროექტი სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც გააერთიანებს 2105 მოსწავლეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)