en
ge

„განათლების პოლიტიკა – ემანსიპაცია თუ ინდოქტრინაცია“

იმერეთი. 18 ნოემბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ IZONE  გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „განათლების პოლიტიკა - ემანსიპაცია თუ ინდოქტრინაცია".
როგორ ხედავს საკუთარ მომავალს სახელმწიფო და როგორ ამზადებს ასეთი მომავლისთვის მოქალაქეებს?  რა არის განათლების სისტემის მიზანი - ცოდნა თუ ინდოქტრინაცია? საჭიროა თუ არა სისტემა ცოდნის მოსაპოვებლად?  რა არის ცოდნის მიღების ალტერნატიული გზა? რას ჰქვია წარმატება დღეს და როგორია მისი ფორმულა - ვინ არიან წარმატებული და წარუმატებელი მოქალაქეები? – ეს ის საკითხებია, რომელზეც მოხსენებები გაკეთდა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე და შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრაზე მოხსენებები წაიკითხეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ცაგარელმა, ლიტერატურათმცოდნემ, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ცხვედიანმა, ფსიქოლოგმა ანა არგანაშვილმა კი უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
დისკუსიის შემდეგ გაიმართა ალექსანდრე ქორიძის დოკუმენტური ფილმის "ჩე” ჩვენება (ვარდების რევოლუცია, მოძრაობა კმარა. 2003). 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)