თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
„ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა და ზეწოლა, რომელიც აფერხებს ან ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას - შემაშფოთებელია". – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ადგილობრივი თვითმმართველობის განმახორციელებელი ორგანოებზე ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისაგან, ასევე მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, რომ შეისწავლონ ზეწოლის ფაქტები და გაატარონ შესაბამისი სანქციები.
წყარო: gyla.ge