en
ge

საია მიიჩნევს, რომ „თრიალეთის“ ჟურნალისტის შეკითხვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით

თბილისი. საია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, „რომლითაც პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილს, უჩივლოს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტს 26 მარტის პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვისათვის. ცილისწამებისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს თავად ზურაბ რუსიშვილიც, თუ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის".
,,თრიალეთის" ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა: ,,ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან."
საია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, მას პასუხი არ უნდა მოეთხოვოს.
„დასმული შეკითხვის გამო ,,თრიალეთის" ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შელახავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას. აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტს. ყველა, განსაკუთრებით კი მაღალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და მის წინააღმდეგ არ გამოიყენოს ისეთი ზომები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ ღირებულების დაცვასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დისკუსიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობას", ნათქვამია გამოხმაურებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)