en
ge

აჭარაში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა

აჭარა. ქედის მუნიციპალიტეტში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) პროექტის ფარგლებში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი" გაიხსნა. მალე ამ ცენტრში ქედაში მცხოვრებ ადამიანებს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს, მეფუტკრეობას, ხელსაქმეს და სუვენირების დამზადებას შეასწავლიან. სასწავლო კურსის მსმენელთა ძირითად სამიზნე ჯგუფად ქედის მოსახლეობა მოიაზრება, თუმცა სასწავლო ცენტრი მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებიდანაც მიიღებს მსმენელებს. „ზრდასრულთა განათლების ცენტრში" პირველ ეტაპზე სამი სასწავლო კურსი იფუნქციონირებს. როგორც ცენტრის დიექტორი გიორგი აბულაძე ამბობს, სამომავლოდ შესაძლოა სასწავლო კურსი სხვადასხვა სფეროს მიმართულებით დაემატოს.
ზრდასრულთა განათლების ცენტრი ქედის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის" პარტნიორობით მოეწყო და ის აჭარის მასშტაბით პირველი ცენტრია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)