en
ge

ახალგაზრდული ევროპარლამენტის სხდომა გლობალური დათბობის საკითხებზე

თბილისი. 31 მარტს, ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, პირველი მოწვევის ახალგაზრდული ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის დელეგატებისთვის მოეწყო შეხვედრა-დისკუსია თემაზე: გლობალური დათბობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტში. შეხვედრისას განიხილებოდა ის ძირითადი მექანიზმები, რომლებმაც პროცესის განვითარება უნდა შეანელოს. აგრეთვე პარალელები გაივლო საქართველოსთან. დელეგატებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს საქართველოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრებს აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მარინა ჟორდანიამ. გადაწყდა, რომ შეხვედრაზე მიღწეული კონსენსუსი აუცილებლად აისახება ახალგაზრდული ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
წყარო: ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)