en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაცია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს შეეხება, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას ადგენს. მოცემული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებსა და სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებს, (გარდა იმ პირებისა, რომელთაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული), არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი უნდა მიჯნავდეს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას ერთმანეთისგან და არ უნდა აკონკრეტებდეს იმ პირთა წრეს, რომელთაც ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შეზღუდვის საფუძვლები კი დადგენილი უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საარჩევნო კოდექსით. ორგანიზაციას მომზადებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტიც".
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)