en
ge

გამჭვირვალობა: „პრემიერის გამოსვლისას რეკლამის გაშვებით ტელეკომპანიებს კანონი არ დაურღვევიათ“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ 1 აპრილს „პრემიერის გამოსვლის დროს რეკლამის გაშვებით ტელეკომპანიებს კანონი არ დაურღვევიათ".
1 აპრილს მთავრობის სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება რამდენიმე ტელეკომპანიამ რეკლამით შეწყვიტა მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოდიოდა. ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2"-მა და „მაესტრომ" ტრანსლაცია რეკლამით გაწყვიტეს, „იმედმა" კი სპეციალური გამოშვება პრემიერმინისტრის გამოსვლის დამთავრებამდე დაასრულა, რის შემდეგაც რეკლამა გავიდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა „რუსთავი 2"-ისა და „მაესტროს" მიერ ტრანსლაციის რეკლამით შეწყვეტას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ „ტელეკომპანიებს, რომლებმაც პრემიერის გამოსვლა პირდაპირ ეთერში ბოლომდე არ გადასცეს, „მაუწყებლობის შესახებ" კანონი არ დაურღვევიათ და მათ მიმართ მარეგულირებელმა არანაირი ღონისძიებები არ უნდა გაატაროს. ვფიქრობთ, საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიამ წარმოაჩინა, რომ სასურველია, კანონის ეს ნორმა შესაბამისად განიმარტოს, რათა მომავალში მაუწყებლები კვლავ მსგავსი ბუნდოვანების წინაშე არ აღმოჩნდნენ".
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023