en
ge

პროგრამა – „საქართველოს მოხალისე“

აჭარა. „საქართველოს მოხალისე" - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" ოფისში გაიმართა. პროგრამის მიზანი მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და ახალგაზრდებში მოხალისეობის გზით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. სპეციალურად შერჩეული მოხალისეები საკუთარ ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში მოხალისეობრივ საქმიანობას მაისიდან დეკემბრის ჩათვლით განახორციელებენ, რაც ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქტივობებში მონაწილეობით გამოიხატება. მოხალისეებს დაურიგდებათ სპეციალური მაისურები და აღჭურვილობა. ასევე, გაივლიან ხუთდღიან ტრენინგს ბაკურიანში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18-დან 25 წლამდე ასაკის მოქალაქეს შეუძლია, რომელმაც 17 აპრილამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.mokhalise.ge, გამარჯვებულ მოხალისეებს სპეციალური კომისია გამოავლენს. პროგრამა „საქართველოს მოხალისე" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამაა. აჭარაში მას კოორდინირებას ორგანიზაცია „ბორჯღალი" გაუწევს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)