ქვემო ქართლი. 8 აპრილს გენდერული თანასწორობის ქსელმა (GEN) ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ჩაატარა საჯარო დისკუსია, თემაზე: „ქალების გაძლიერება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად".
საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, პოლიტიკური პარტიების, აქტიური ლიდერი ქალები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.
გენდერული თანასწორობის ქსელმა დმანისში დააფუძნა კლუბი „დემოკრატიისა და თანასწორობისათვის," რომლის საქმიანობა მიმართული იქნება რეგიონში ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე.
გენდერული თანასწორობის ქსელი საქმიანობას ახორციელებს, პროექტის „ ქალების მონაწილეობა პოლიტიკური პროცესებში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში