en
ge

შეხვედრა მაღალმთიან აჭარაში გენდერის შესახებ

აჭარა. 14 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით. შეხვედრაზე ისაუბრეს მაღალმთიან აჭარაში ქალთა აქტივობის დაბალი დონის შესახებ. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალთა უმრავლესობა მხოლოდ საკუთარი ოჯახის მოვლით და სეზონურ სამუშაოებში პერიოდული ჩართულობით შემოიფარგლებიან, რაც სტერეოტიპებითაა განპირობებული. ორგანიზაციამ ხულოში დააფუძნა კლუბი „დემოკრატიისა და თანასწორობისთვის", რომლის მიზანი რეგიონში ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაძლიერება იქნება. შეხვედრას გენდერული თანასწორობის ქსელის თანამშრომლების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)