en
ge

ახალგაზრდულ რესურს ცენტრში ინგლისურენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა გაიხსნა

გურია. გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში ინგლისურენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა გაიხსნა.  მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სხვადასხვა მხატვრული, მეთოდური ლიტერატურითა და პერიოდული გამოცემით. ასევე ისარგებლოს ელექტრონული ბიბლიოთეკითა და კომპიუტერული მომსახურებით. ბიბლიოთეკაში თვეში ერთხელ მოეწყობა ინგლისურენოვანი ფილმის ჩვენება, ასევე თვეში ერთხელ გაიმართება ინგლისურენოვანი წგნის განხილვა ამერიკელ მოხალისესთან ერთად. თვეში ერთი საათი მომხმარებელს საშუალება ექნება ინგლისურ ენაზე ესაუბროს ამერიკელ მოხალისეს.
ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ბიბლიოთეკის წევრს, წევრობა უფასოა. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე შაბათ–კვირის გარდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, რუსთაველის 4, ან დაუკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე: gyrc.info@gmail.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023