en
ge

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარა. 18 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი აჭარაში მოქმედ მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. წლების განმავლობაში გამოუძიებელი დანაშაულები, მიწის რეფორმა, ეკომიგრანტები, საჯარო სამსახურში მიღების წესი - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებულ სავარაუდო დარღვევებზე ინფორმაცია სახალხო დამცველს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებს შეისწავლის და რეკომენდაციებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს მიაწოდებს. მსგავსი შეხვედრა სახალხო დამცველმა 19 აპრილს აჭარის მაღალმთიანეთშიც გამართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)