en
ge

სემინარი ბავშვთა საკითხების მედიაში გაშუქების შესახებ

შიდა ქართლი. 18 აპრილს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისთვის ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ. სემინარს შიდა ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სემინარზე განიხილეს ვიდეო რეპორტაჟები, ისაუბრეს ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოქმნილ იმ პრობლემებზე, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიური საქმიანობისას აწყდებიან, ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და მათი სტიგმატიზირების საფრთხეზე.
პროექტის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ ორი ტრენინგის ჩატარება იგეგმება – ბათუმში გაიმართება სემინარი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ხოლო თელავში დაგეგმილი სემინარში მონაწილეობას მიიღებენ კახეთში მომუშავე ჟურნალისტები.
წყარო: unicef.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)