en
ge

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში

აჭარა. 27 აპრილს, ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" შშმ პირთა კლუბის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ პირებთან დაკავშირებულ ტერმინებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა, მათ წინაშე არსებული პრობლემები და ქვეყნაში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.
საინფორმაციო შეხვედრას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრების ჩატარება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)