კახეთი. 22 ნოემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ომბუდსმენობის კანდიდატი ნინა ხატისკაცი სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა და საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინა ხატისკაცმა შეხვედრაზე სახალხო დამცველის ოფისის ფუნქციებსა და სტრატეგიებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს დგას სახალხო დამცველის აპარატი.
,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციების გაცნობა იყო ფართო საზოგადოებისთვის. ასევე ვისაუბრე ჩემს გეგმებზე რომელსაც ომბუდსმენად ჩემი დანიშვნის შემთხვევაში განვახორციელებ. საკმაოდ აქტიური პუბლიკა იყო, ‘’ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
დისკუსიის დროს დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ომბუდსმენობის კანდიდატისთვის სასურველი კითხვები დაესვათ.