en
ge

ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის

სამცხე-ჯავახეთი. 5 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) ექსპერტებმა, ბიზნესის დაწყების მსურველი ქალბატონებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის თემები იყო: რეგისტრაცია, საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნეს გეგმის არსი და მისი მომზადება.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „ქალი მეწარმეების შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება", რომელიც შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საინტერესო ბიზნეს-გეგმის ათამდე ავტორისთვის იგეგმება ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად მცირე თანხების გამოყოფა და დაფინანსების წყაროების მოძიებაში დახმარების გაწევა. საუკეთესო ბიზნეს გეგმები კონკურსის შედეგად გამოვლინდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)