en
ge

თვითმმართველ ქალაქ ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

აჭარა. 22 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ" თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად გამართა   შეხვედრა ბათუმში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სადაც ქალაქ ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო.  ერთი დღით ადრე, 21 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში,  „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ" თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად გამართა   ღია კარის დღე.  შეხვედრაზე თვითმმართველ ქალაქ ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს. აღნიშნული პროექტი საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა განსახილველად, 25 ნოემბრამდე კი უნდა მოხდეს მისი მოქალაქეებისათვის გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა თვითმმართველობისთვის.  პრეზენტაცია გააკეთეს ქალაქ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ. შეხვედრას ესწრებოდა  ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სტუდენტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა პასუხები მიეღო მისთვის საინტერესო ყველა საკითხზე და თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები წარედგინა. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)