გურია. ადგილობრივმა მონიტორინგის ჯგუფებმა ბაილეთისა და თხინვალის თემებში ჩაატარეს 2011 წელს ამ თემების სოფლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი.
მონიტორინგის ჯგუფმა ასევე ჩაატარა ამ სოფლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის შედეგებიც აისახა მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში.
მონიტორინგის შედეგად მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები, სათემო ლიდერებმა წარუდგინეს ადგილობრივ თვითმმართველობას. ადგილობრივი ტელევიზიით მომზადდა სიუჟეტი.
მონიტორინგი განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საზოგადოებრივი მონიტორინგი ცვლილებებისთვის" – ფარგლებში.