„რუსული კანონის“ სახელით ცნობილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა ცალკე დეპარტამენტი - ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უფროსი არის ის პირი რომელსაც მიენიჭა, ამ კანონის საფუძველზე შექმნილ რეესტრში რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის, მონიტორინგის განხორციელების, ამ რეესტრში იძულებითი რეგისტრაციის და სუბიექტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება.
2024 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ამ კანონის საფუძველზე შექმნილი რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესებს. ბრძანებას სხვა დანართებთან ერთად, ახლავს საფინანსო დეკლარაციის დეტალური ფორმა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)