en
ge

საგზაო უსაფრთხოების კვირეული ოზურგეთში

ოზურგეთი. 4-10 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ეგიდით ტარდება საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეული, რომლის გზავნილია „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე". კვირეულის მიზანია 2011-2020 წლების პერიოდში საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიების შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება.
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბავშვებთან შეხვედრას უძღვებოდა ავტო-სკოლის პედაგოგი ნინო გაგუა. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ. შეხვედრის ბოლოს დამსწრეებმა საჩუქრად მიიღეს შუქამრეკლები/რეფლექტორები და ჟილეტები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)