en
ge

მწვანე ალტერნატივამ პროკურატურას მიმართა

თბილისი. 22 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრ პროკურატურას და მოითხოვა მდინარე თერგზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 110 მეგავატიანი  ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების გამოძიება. 
მწვანე ალტერნატივას მტკიცებით, სახეზეა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევები, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან. კერძოდ:
1. კომპანია „დარიალი ენერჯი" ჰესის მშენებლობას რამოდენიმე თვის განმავლობაში ნებართვის გარეშე ახორციელებდა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრომ და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არ მიიღეს ზომები ამ კანონდარღვევის აღსაკვეთად.  
2. გარემოს დაცვის სამინისტრომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა და დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა „დარიალი ჰესის”  მშენებლობის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა სამშენებლო საქმიანობის წარმართვას ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. 
3.საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უკანონობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ცვლილება შეიტანა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში და ჰესის მშენებლობის საბაბით ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია ამორიცხა.  
მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვს საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ „დარიალი ჰესის" მშენებლობა/განთავსებასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლას და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას.
წყარო:cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)