en
ge

საინფორმაციო შეხვედრა ხულოში

აჭარა. 12 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" პროექტის – შშმ პირთა კლუბის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ პირებთან დაკავშირებულ ტერმინებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა, მათ წინაშე არსებული პრობლემები და ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საინფორმაციო შეხვედრას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრების ჩატარება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)