en
ge

IDFI: „ფინანსთა სამინისტროს გაუმჭვირვალობის მიზეზები (აუდიტის დასკვნა)“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს პუბლიკაციას: „ფინანსთა სამინისტროს გაუმჭვირვალობის მიზეზები (აუდიტის დასკვნა)". ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. ინსტიტუტმა სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია, „თუმცა სამინისტროს პასუხი არ შეიცავდა მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილი სახით". ფინანსთა სამინისტროსა და ინსტიტუტს შორს სასამართლო დავა ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება.
„...სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხარჯებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა. 2015 წლის 16 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2013 წლის ფინანსური და 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში..", ნათქვამია ინსტიტუტის პუბლიკაციაში, რომელიც სწორედ აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვედრილ მონაცემებს ეყრდნობა.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)