en
ge

ქვემო ქართლში საგრანტო პროექტის განხორციელება დაიწყო

ქვემო ქართლი. 20 ნოემბერს მარტყოფის #2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა  გადამზადების პროგრამის ფარგლებში განახორციელდა მცირე საგრანტო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება" - პირველი აქტივობა. მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი”, რომელსაც ესწრებოდა  34 მოსწავლე სასკოლო სამოქალაქო კლუბებიდან.  ტრენინგზე, მონაწილეებმა მიიღეს  ინფორმაცია ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.
ტრენინგს ასევე დაესწრო ქვემო ქართლში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო კლუბების წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სრულად
წყარო: civics.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)